კასტრო 14 თვის შემდეგ ისევ გამოჩნდა

იგი ბოლოს საზოგადოებაში 2014 წლის იანვარში გამოჩნდა

226629
კასტრო 14 თვის შემდეგ ისევ გამოჩნდა

კუბის ლეგენდარული ლიდერი ფიდელ კასტრო საზოგადოების წინაშე 14 თვის შემდეგ გამოჩნდა. მან კუბის დედაქალაქ ჰავანაში ერთ-ერთი სკოლა მოინახულა და ხალხსაც მიესალმა.
კასტროს სიკვდილის შესახებ ინფორმაციებიც გავრცელდა, მაგრამ პრესისთვის მიწოდებულ ფოტოებში იგი ავტომობილში ზის და მის მომხრეებს ესალმება.

კუბის 88 წლის ლეგენდარულმა ლიდერმა კასტრომ თანამდებობა 2006 წელს დატოვა და მის ძმას რაულ კასტროს გადააბარა.
ფიდელ კასტრო ბოლოს საზოგადოებაში 2014 წლის იანვარში გამოჩნდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები