აშშ-ში საშინელი სარკინიგზო ავარია მოხდა

კალიფორნიის შტატში მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა

236538
აშშ-ში საშინელი სარკინიგზო ავარია მოხდა

აშშ-ს კალიფორნიის შტატში მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დაბა ოქსნარდში მოხდა.

ლოს ანჯელესის მიმართულებით მიმავალი მატარებელი რელსებზე მდგარ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

შეტაკების სიმძლავრის გამო მატარებლის სამი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და გადაბრუნდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადები რეგიონში მაშინვე ჩავიდნენ და დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავარიის გამომწვევი სატვირთო მანქანის მძღოლი შემთხვევის შემდეგ გაიქცა, თუმცა მისი დაკავება მალევე მოხდა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები