აშშ-ში მოკლული სამი მუსლიმი ახალგაზრდა დაკრძალეს

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ორი დღის წინ თავიანთ სახლში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული სამი მუსლიმი ახალგაზრდა დაკრძალეს

218288
აშშ-ში მოკლული სამი მუსლიმი ახალგაზრდა დაკრძალეს

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ორი დღის წინ თავიანთ სახლში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული სამი მუსლიმი ახალგაზრდა დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულთა ახლობლებთან ერთად ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის სტუდენტები, დაბა შაპელ ჰილის მცხოვრებლები და ამერიკაში მოქმედი მუსლიმური სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლები, მთლიანობაში 6 ათასამდე ადამიანი დაესწრო. 

დაკრძალვის ცერემონიამდე დაგმეს სტუდენტებზე განხორციელებული თავდასხმა და აღინიშნა, რომ ისლამოფობია ქვეყანაში ინდუსტრიად გადაიქცა.

ამავდროულად კრიტიკის ობიექტად იქცა ამერიკისა და ევროპის მედია, რომლებმაც მომხდარი ფაქტი საკმარისად არ გააშუქეს.

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მდებარე BBC-ს ცენტრალური ოფისის წინ ასობით მუსლიმმა პრესა გააკრიტიკა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები