გერმანულ გაზეთს დაღუპულების რაოდენობის არ სჯერა

“უკრაინაში გამოცხადებულზე ათჯერ მეტია დაღუპული“

214679
გერმანულ გაზეთს დაღუპულების რაოდენობის არ სჯერა


კიევიდან მიღებული ცნობებით უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება ცხარე ბრძოლები და ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ბრძოლებს 70 პრორუსი და 12 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლნენ. ამავე ცნობებით სეპარატისტებმა 111 თავდასხმა განახორციელეს რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებზე.

გერმანულ გაზეთ “Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung“-ის მიხედვით კი უკრაინაში გამოცხადებულ დაღუპულთა რაოდენობა ამ გამოცხადებულზე ათჯერ უფრო მეტია და გაეროს ცნობით 2013 წლის ნოემბრის აქეთ თუ 5600 კაცი დაიღუპა, გერმანული გაზეთის მიხედვით კი ეს ციფრი 50 ათასზე მეტია.

ამასობაში რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები ოთხშაბათს მინსკში შეიკრიბებიან და განიხილავენ კრიზისის მოგვარების იმ პროექტს, რომლებიც თავიანთი ინიციატივებით გაამდიდრეს ოლანდმა და მერკელმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები