ეუთოს ტროიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მხარეებს „ს

ეუთოს ტროიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მხარეებს „სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს“

214298
ეუთოს ტროიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მხარეებს „ს

ეუთოს ტროიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მხარეებს „სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს“.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ეუთოს ტროიკის წევრი შვეიცარიის, გერმანიისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიკა დაჩიჩმა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდერ ბურკჰალტერმა და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მხარეებს“ მტრობის შეჩერებისა და მოლაპარაკების გამართვისაკენ“ მოუწოდეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები უკრაინაში მზარდი ძალადობის გამო შეშფოთებულები არიან და გმობენ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ტერიტორიებზე მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამხედრო მოქმედებების ჩატარებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები