ტაივანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტაივანში სამგზავრო თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა

209293
ტაივანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ცნობით, ავიაკომპანია TransAsia-ს კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიდან ქალაქ კინმინში მიემგზავრებოდა. თვითმფრინავში მყოფი 58 ადმიანიდან 9 დაიღუპა.

თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან მალევე გაწყდა. ჩინურ პრესაში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ თვითმფრინავს ჩამოვარდნამდე მდინარეზე გადებულ ხიდთან შეჯახების გამო ერთი ფრთა მოტყდა.

ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილებიდან 28 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმფრინავში მყოფთაგან 31 ადამიანი ჩინეთის მოქალაქე გახლდათ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები