უკრაინის საკითხზე ბერლინში ოთხმხრივი სამიტი გაიმართა

უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხზე წარმოებულ მოლაპარაკებებზე ბოლო კვირების ყველაზე მნიშვნელოვანი „დიპლომატიური მოვლენა“ მოხდა

194910
უკრაინის საკითხზე ბერლინში ოთხმხრივი სამიტი გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხზე წარმოებულ მოლაპარაკებებზე ბოლო კვირების ყველაზე მნიშვნელოვანი „დიპლომატიური მოვლენა“ მოხდა.
მხარეები უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის რეგიონში „ბუფერული ზონის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

ამ შეთანხმებით 19 სექტემბერს მინსკის პროტოკოლით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საზღვრები იქნა განსაზღვრული. ამ ფარგლებში მძიმე შეიარაღების გატანის პროცესი მალე დაიწყება.

მხარეები ამასთანავე უკრაინის, რუსეთისა და ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის მიერ შექმნილი „უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის“ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

სამიტის მასპინძელმა და შუამავალმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება ქაღალდზე არ დარჩეს და ამოქმედდეს.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლორენ ფაბიუსმა კი აღნიშნა, რომ ყველა პრობლემა ვერ მოგვარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული.

სამიტის დაწყებამდე განცხადება გააკეთა უკრაინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ მის ქვეყანაში 9 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, რუსეთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა კი შეტაკებების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა.

ამდენად, უკრაინის აღმოსავლეთიდან ისევ ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების მიმდინარეობის შესახებ. დონეცკში ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი უკრაინაში მყოფ პრორუს სეპარატისტებს „ღიად და უსამართლოდ ტერიტორიის დაკავებაში„ ადანაშაულებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები