მსოფლიო 2015 წელს საახალწლო ღონისძიებებით შეხვდა.

დანიაში კი საახალწლო ღონისძიებები, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა

167677
მსოფლიო 2015 წელს საახალწლო ღონისძიებებით შეხვდა.

მსოფლიო 2015 წელს საახალწლო ღონისძიებებით შეხვდა.

გერმანიაში, ბერლინის თაოსნობით კიოლნში, ჰამბურგში, ფრანკფურტში, შტუტგარტსა და მიუნხენში მოსახლეობა მოედნებზე შეიკრიბა. დიდი მოწონება დაიმსახურა ფეიერვერკებმა, რომლებზედაც ქვეყნის მასშტაბით 130 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ინგლისში წელს პირველად საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებზე დასწრება ფასიანი გახლდათ და ეს თანხა 10 ფუნტს შეადგენდა.

საფრანგეთში კი პარიზში ახალ წელს შანზელიზეს ბულვარში გამართულ შუქების წარმოდგენით შეეგებნენ.

იტალიის დედაქალაქ რომში ათასობით ადამიანი ახალ წელს ცნობილი კოლეზიუმის წინ მორთული საახალწლო ნაძვის ხის გარშემო შეხვდა.

ბრაზილიაში საახალწლო ღონისძიების უცვლელი ადგილი წელსაც ცნობილი კოპაკაბანას სანაპირო იყო.

დანიაში კი საახალწლო ღონისძიებები, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა. ფეიერვერკების გაშვების დროს მომხდარი გაუმართაობის გამო 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები