აშშ-სა და კუბას შორის დაახლოებასთან დაკავშირებით გამოხმაურება გრ

აშშ-სა და კუბას შორის ისტორიულ დაახლოებასთან დაკავშირებით გამოხმაურება გრძელდება.

154823
აშშ-სა და კუბას შორის დაახლოებასთან დაკავშირებით გამოხმაურება გრ

აშშ-სა და კუბას შორის ისტორიულ დაახლოებასთან დაკავშირებით გამოხმაურება გრძელდება.

ზოგი ამ პროცესს დადებითად ხვდება, ზოგი კი აკრიტიკებს.

კუბის სახელმწიფოს მეთაურმა, რაულ კასტრომ, კუბის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-სა და კუბას შორის 60 წლიანი ყინულის გასადნობლად გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

კასტრომ კმაყოფილება გამოთქვა ურთიერთობების ნორმალიზებისათვის ჩატარებული შეხვედრების გამო და განაცხადა რომ მზად არიან ვაშინგტონთან რამდენიმე საკითხი განიხილონ, თუმცა პოლიტიკურ სისტემაში ცვლილებებზე არ წავლიან.

კასტრომ ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოსახსნელად კუბა ხანგრძლივ და რთულ ბრძოლას გაივლის.

ცნობისათვის, აშშ-მა კუბის წინააღმდეგ ემბარგო 1960 წელში ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლის შემდეგ დააწესა.

ორ ქვეყანას შორის 50 წელზე მეტი ხნის მანძილზე შეწყვეტილი დიპლომატიური კავშირები ობამას მიერ ოთხშაბათს „ნორმალიზების“ ნაბიჯების გადადგმის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოცოცხლდა.

სავარაუდოდ, ვაშინგტონი დედაქალაქ ჰავანაში საელჩოს ისევ გახსნის და კუბის მოქალაქეების აშშ-ში შესვლისა და სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვას შეამსუბუქებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები