იაპონიის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა შინზო აბემ

მისი ლიდერობით კოალიცია 4 წლით კვლავ გააგრძელებს სახელმწიფოს მართვას.

149229
 იაპონიის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა შინზო აბემ

გუშინ იაპონიაში ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც გაიმარჯვა კვლავ ამჟამინდელმა პრემიერმა შინზო აბემ.
მისი ლიდერობით კოალიცია 4 წლით კვლავ გააგრძელებს სახელმწიფოს მართვას.
ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატაში, რომელმაც განსაზღვრა 475 პარლამენტარი, შინზო აბემ მოიპოვა ხმების ორი მესამედი.
სახელმწიფოში უამინდობის და თავსხმა წვიმების გამო, არჩევნებში მონაწილეთა დონე დაბალი იყო. 105 მილიონი ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო მათმა 35 %-მა.
2012 წლის შემდგომი პერიოდიდან, აბემ რომლის მიზანიც იყო ეკონომიკის ზრდა, მართალია თავიდან გამოავლინა კარგი პერფორმანსი, მაგრამ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ექსპორტის შემცირებამ და ფასების ზრდამ დაუკარგა მას მთავრობის ნდობა.
მთავრობის მოწოდებით ჩატარებული საყოველთაო არჩევნები, ერთის მხრივ აბესთვის წარმოადგენს 2012 წლიდან წამოწყებული 'Abeeconomics' სახელწოდების და სავალუტო-მაკრო ეკონომიკური პროექტისთვის ნდობის კენჭისყრას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები