ოლანდი მერკელსა და პოროშენკოს ესაუბრა

ოლანდი მერკელსა და პოროშენკოს ტელეფონით ესაუბრა

141148
ოლანდი მერკელსა და პოროშენკოს ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს პეტრო პოროშენკოს გუშინ ტელეფონით ესაუბრა.

ელისეის სასახლეში გაკეთბული განცხადების მიხედვით, ოლანდმა უკრაინის კრიზისის თემაზე მერკელსა და პოროშენკოს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

ოლანდი შაბათს ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ მოსკოვში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ოლანდმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა: „დიდ ოცეულში დაწყებული ინიციატივა უნდა გაგრძელდეს. ეს როგორც საფრანგეთს, ასევე რუსეთს სურს. 6 ივნისს ერთად მუშაობისათვის

პრობლემის მოგვარების გზების მოძებნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამაზე ვისაუბრეთ ანგელა მერკელთანაც. ვფიქრობთ, რომ რუსეთი და საფრანგეთი საჭირო გზებს იპოვნიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები