"დასავლეთის ქვეყნებს რუსეთში არსებული რეჟიმის დამხობა სურთ"

აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

202233
"დასავლეთის ქვეყნებს რუსეთში არსებული რეჟიმის დამხობა სურთ"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დედაქალაქ მოსკოვში გამართულ რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საბჭოს შეხვედრაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისს დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ კოზირად იყენებენ და დაამატა: "დასავლეთის ნამდვილი მიზანი არა რუსეთის პოლიტიკის შეცვლა, არამედ რეჟიმის დამხობაა". 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის კავშირები უკრაინის კრიზისით არ გაფუჭებულა და დაძაბულობა ბოლო 2-3 წელიწადში გამწვავდა. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სანქციებით რუსეთში ამბოხების დაწყების გამოწვევა და რეჟიმის დამხობა სურთ. 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები