იერუსალიმში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა

იერუსალიმში სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

194324
იერუსალიმში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა


იერუსალიმში სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დაშავებულებიდან ორი ისრაელის პოლიციის თანამშრომელია.

გამთენიისას სინაგოგაში შესული ორი პიროვნება უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების დროს დაიღუპა.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, ეს არ არის ჯგუფურად ორგანიზებული თავდასხმა და თავდამსხმელები აღმოსავლეთ იერუსალიმიდან არიან.

ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა თავდამსხმელებს მიულოცა, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

პალესტინური ჯგუფები აცხადებენ, რომ რეგიონში ასეთ დაძაბულ ვითარებაში თავდასხმები გარდაუვალია და ამგვარი ფაქტები ბოლო პერიოდში ისრაელის მიერ ჩადენილი მკვლელობების შედეგია.

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თავდასხმა პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასისა და ჰამასის წაქეზების პირდაპირი შედეგია. მისივე განცხადებით, თავდასხმაზე ისრაელის პასუხი მკაცრი იქნება.

თავდასხმა დაგმო მაჰმუდ აბასმა და აღნიშნა, რომ მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აქსას მეჩეთის საკითხზე არამგრძნობიარე დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს.

თავდასხმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ლონდონში გაკეთებულ განცხადებაში.

ისრაელსა და პალესტინას შორის ბოლო კვირეებში გამძაფრებულ დაძაბულობას 5 ისრაელელი, 1 ტურისტი და 10 პალესტინელი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები