რუსეთმა გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა მოსკოვში მოღვაწე ერთ-ერთი გერმანელი დიპლომატის გაძევების თაობაზე განცხადება გაავრცელა

191836
რუსეთმა გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა მოსკოვში მოღვაწე ერთ-ერთი გერმანელი დიპლომატის გაძევების თაობაზე განცხადება გაავრცელა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის „დიპლომატიური შურისძიების ნაბიჯი“ უსამართლოა და მან ბერლინის იმედგაცრუება გამოიწვია.

გარკვეული ხნის წინ ქალაქ ბონში მდებარე რუსეთის საკონსულოს დიპლომატი ჯაშუშურ საქმიანობაში იქნა მხილებული და მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

რუსეთმა კი ამის საპასუხოდ მოსკოვში მდებარე გერმანიის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების ერთ-ერთი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური კრიზისი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სამშაბათს მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მყოფი შტაინმაიერი ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას დაესწრება, სამშაბათს მისი კიევში იქედან კი მოსკოვში ჩასვლა იგეგმება.

გერმანიის მთავრობამ, რომელიც უკრაინის კრიზისის მოგვარების დიპლომატიურ გზებს ეძებს, ბოლო პერიოდში რუსეთის კრიტიკა გაამკაცრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები