პარასკევის ნამაზი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში

ისტორიულ კათედრალში, ახლა ეზენის ხმის ექო გაისმა.

191269
პარასკევის ნამაზი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში, პირველად ჩატარდა პარასკევის ნამაზი.
ვაშინგტონის ეროვნულ, ისტორიულ კათედრალში, სადაც ხდება პრეზიდენტების ინაუგურაციის, მაღალჩინოსნების დაკრძალვის მსგავსი ცერემონიები, ახლა ეზენის ხმის ექო გაისმა.
სამხრეთ აფრიკის ვაშინგტონის ელჩის იბრაჰიმ რესულის ინიციატივით და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით კათედრალში პირველად ჩატარებულ პარასკევის ნამაზს შეუერთდა ქალების და მამაკაცების ჩათვლით ასამდე ადამიანი.
ნამაზის წინ მუსლიმანებისადმი მიმართვით გამოვიდა მონაზონი გილლანდ კაბპელი, რომელმაც მუსლიმანებთან შეხვედრით დიდი კმაყოფილება გამოთქვა.
მუსლიმანებმა კი აღნიშნეს, რომ საჭიროა მშვიდობიანი სამყაროს შესაქმნელად სხვადასხვა რელიგიის და კულტურის ხალხების ერთად ცხოვრება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები