ISIS-ის ლიდერი მოკლულია?

გავრცელდა ინფორმაცია ISIS-ის ლიდერის ებუბექირ ელ ბაღდადის დაღუპვასთან დაკავშირებით

186096
ISIS-ის ლიდერი მოკლულია?

აშშ-ს ლიდერობით საერთაშორისო კოალიციამ ერაყში საჰაერო ოპერაცია განახორციელა ISIS-ის ლიდერების წინააღმდეგ.

გავრცელდა ინფორმაცია ISIS-ს ლიდერის ებუბექირ ელ ბაღდადის დაღუპვასთან დაკავშირებით, თუმცა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლიათ.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, კოალიციის თვითმფრინავებმა მოსულის ახლოს ISIS-ის ლიდერთა 10 მანქანიანი ესკორტი გაანადგურეს.

სატელევიზიო არხ ალ არაბიას ინფორმაციით ISIS-ის ლიდერი ბაღდადი დაიჭრა, ხოლო ერაყის ადგილობრივი სატელევიზიო არხი კი იუწყება, რომ ბაღდადის მოადგილე დაიღუპა.

ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ასევე სოციალურ მედიაში, თუმცა ISIS-მა ინტერნეტის მეშვეობით ეს ინფორმაციები უარყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ISIS-ის ათობით მილიტანი დაიღუპა და დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს 10 მილიონი დოლარი ფულადი ჯილდო აქვს დაწებებული ბაღდათის დაკავებისათვის.

საერთაშორისო ძალებმა საჰაერო ოპერაცია განხორციელეს ანბარის რეგიონში ქალაქ ალ კაიმში. თვითმხილველთა თქმით, შეტევა განხორციელდა იმ სახლზე, სადაც ISIS-ის ლიდერები შეკრებას მართავდნენ და აღნიშნულის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა.

ამავდროულად ბაღდათსა და მის მიმდებარე რეგიონში შიიტების წინააღმდეგ ტერაქტებს 43 ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები