ავსტრიაში არ იზიარებენ მუსლიმანების უფლებების შემზღუდავ კანონ-პრ

მეჩეთები, რომელთა წევრების რაოდენობაც 300-ის ქვევით არის, დაიხურება 6 თვეში

184802
ავსტრიაში არ იზიარებენ მუსლიმანების უფლებების შემზღუდავ კანონ-პრ

ავსტრიაში ისლამური საზოგადოების ფარგლებში მოქმედმა 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ გაიზიარებენ მუსლიმანების უფლებების შემზღუდავ კანონ-პროექტს.
საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრებების ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის გამცნობმა ვენის ისლამური ფედერაციის თავჯდომარემ მუჰამედ თურანმა აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის გვერდში ედგომებიან ისლამურ საზოგადოებას. და მათ მოითხოვეს სხვა რელიგიების, კათოლიკების, მართლმადიდებლების, ებრაელების და მათი წარმომადგენლებისთვის მიცემული უფლებების მუსლიმანებისთვისაც ცნობა.
სწამთ, რომ ავსტრიის სახელმწიფოში თავის გამოხმაურებას ჰპოვებს მათი მოთხოვნა და მოხდება მცდარი გზიდან გადახვევა.
კოალიციური მთავრობის მხრიდან 2 ოქტომბერს საპარლამენტო ასამბლეაში შეტანილ ”ისლამური სამართალის” კანონ-პროექტში შეფერხება ექმნება მუსლიმანების რელიგიური თავისუფლების, თანასწორობის, გაერთიანების უფლებებს.
კანონ-პროექტში, გაკრიტიკებულ მუხლებს შორის არის საზღვარგარეთიდან ფინანსის შეტანის აკრძალვა, რომლითაც ვერ მოხდება მეჩეთების და ორგანიზაციების დახმარების მიღება საზღვარგარეთიდან.
ასევე მეჩეთები, რომელთა წევრების რაოდენობაც 300-ის ქვევით არის, დაიხურება 6 თვეში.
ვენის უნივერსიტეტში შესაქმნელი ისლამურ-თეოლოგიური განყოფილების კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმამად გახდომა. თითოეული რელიგიური საზოგადოება ვალდებულია რელიგიური წყაროების გერმანულ ენაზე წარმოდგენა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები