პოროშენკოს და იაცენიუკის პარტიები ლიდერობენ

უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველადი მონაცემების მიხედვით პოროშენკოს და იაცენიუკის პარტიები ლიდერობენ

172658
პოროშენკოს და იაცენიუკის პარტიები ლიდერობენ

უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველადი მონაცემების მიხედვით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ არსენი იაცენიუკის პარტიები ლიდერობენ. 

ეგზიტპოლებისა და პირველადი მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტ პოროშენკოს პარტიამ ხმების 21,5%, პრემიერ იაცენიუკის პარტიამ კი 21,6% მოაგროვეს.

პოროშენკოს განცხადებით, შედეგებმა აჩვენეს, რომ უკრაინის ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს სამშვიდობო გეგმასა და პროდასავლურ პოლიტიკას უჭერს მხარს.

უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე დაიწყება მოლაპარაკებები კოალიციის შექმნის თაობაზე.

ქვეყნის აღმოსავლეთში კი პრორუსების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში არჩევნები არ ჩატარდა.

საინფორმაციო სააგენტო რია-ს თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის აღმოსავლეთში მშვიდობის შანსია, თუმცა ნაციონალისტების მაღალმა რაოდენობამ შესაძლოა პროცესი დაასუსტოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები