აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციამ

თავდასხმა განახორციელა IŞİD-ზე და დაბომბა ერაყსა და სირიაში არსებული პოზიციები

144874
აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციამ

აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციამ თავდასხმა განახორციელა IŞİD-ზე და დაბომბა ერაყსა და სირიაში არსებული პოზიციები.
თუმცა, ამ საჰაერო თავდასხმებით ვერ მოხერხდა მილიტანების ბაღდადის მიმართულებით წინსვლის შეჩერება.
დასავლეთის მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადის მიმდებარე რეგიონებში, უკანასკნელ ორ დღეში ასობით ერაყელი დაიღუპა.
კოალიციის ძალები განაგრძობენ მათი შეჩერებისთვის დაბომბვებს.
ინფორმავიით, IŞİD-ის მილიტანები მიუახლოვდნენ სირიის და თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ აინ ელ არაბს. მილიტანებმა, რომლებიც 5 კმ-ის სიშორეზე არიან ქალაქიდან, პირველად გამოიყენეს სარაკეტო თავდასხმა და ქალაქში 15-მდე რაკეტა ისროლეს.
ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა თურქეთის საზღვარზე.
მილიტანებმა დაიპყრეს სულ 67-დე სოფელი.
კოალიცია განაგრძობს მათი პოზიციების დაბომბვას. სირიელი ოპოზიციური წყაროების ცნობით, კოალიციის თვითმფრინავებმა, სირიაში, ერთ კვირაში მოკლეს 211 მილიტანი და 22 მოქალაქე.
მოკლულებიდან 60 იყო ელ ნუსრას ფრონტიდან, დანარჩენები კი IŞİD-ის მილიტანი.
გამოითქმება იდეა, რომ საჰაერო თავდასხმამ დაახლოვა ელ ნუსრა და IŞİD-ი.
ინგლისური გაზეთის Guardian-ის ცნობით El Nusra-ს ფრონტის და IŞİD-ის ხელმძღვანელობა ერთობლივი საბრძოლო გეგმის განვითარებისთვის უმაღლესი დონის შეხვედრებს ატარებენ.
ამავდროულად გაეროს შეხვედრებისთვის ნიუ-ორკში მყოფი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ველიდ მუალლიმის Associated Press-ის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღინიშნა, რომ საჰაერო თავდასხმამდე, 24 საათის წინ მიეცა მათ შეტყობინება იერიშის შესახებ. მათი ერთობლივი მიზანი მიმართულია ტერორისტული IŞİD-ის წინააღმდეგ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები