ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის კრიზისი წარმოიქმნა

მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში

141306
 ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის კრიზისი წარმოიქმნა

მაშინ როცა ჯერ ისევ მცდელობაა გამოჩენილი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე შეტაკებების შეჩერებისა, ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის კრიზისი წარმოიქმნა. პრობლემასთან დაკავშირებით გუშინ, მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის საკითხში გუნტერ ოტტინგერმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსულ კომპანია გაზპრომს, წლის დასასრულამდე გადაუხდის 3 მილიარდ 100 მილიონ დოლარს, ხელახლა დაიწყებს რუსეთი გაზის მიწოდებას.
წინასწარ თანხის გადახდის შემდეგ გაზპრომი წინამდებარე თვეებში, უკრაინას, მიაწვდის სულ ცოტა 5 მილიარდ კუბუ მეტრ გაზს.
კომისარ გუნტერ ოტტინგერის თქმით წინამდებარე დღეებში კვლავ არის დაგეგმილი მხარეებს შორის შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ვალების გამო რუსეთმა ივნისის თვეში შეუწყვიტა უკრაინას გაზის მიწოდება.
მოსკოვის განცხადებით კიევის ვალი არის 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარი.
გაზის 15 %-ს უკრაინაზე გატარებით იღებენ ევროკავშირის ქვეყნები. ივნისიდან უკრაინას გაზს აწვდიდა უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკია. მათგან უნგრეთმა შეწყვიტა უკრაინისთვის გაზის მიწოდება.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნოვაკმა ერთ-ერთი გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების უკრაინაზე გატარებით მიღებული გაზის კვლავ უკრაინაში ექსპორტირება არ არის კანონიერი და დაიმუქრა, რომ შეუძლიათ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები