გაერომ ჰუმანიტარული მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიოში 59 მილიონი ბავშვი შიმშილობს

97610
გაერომ ჰუმანიტარული მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა



2003 წლის 20 აგვისტოს ერაყში თავდასხმის შედეგად გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციის 22 მაღალჩინოსანი იქნა მოკლული და მას შემდეგ ეს დღე მსოფლიოს ჰუმანიტარულ დღედ არის გამოცხადებული.

ამ დღესთან დაკავშირებით გაერომ მორიგი ჰუმანიტარული ანგარიში გამოაქვეყნა და მასში აღნიშნულია, რომ დღეს დახმარებას საჭიროებს მთელს მსოფლიოში დაახლოებით 81 მილიონი კაცი და მათგან სამწუხაროდ 59 მილიონი ბავშვია.

ამავე ცნობით ყველაზე ტრაგიკულ მდგომარეობაში ამჟამად არიან ერაყის, სირიის, სამხრეთ სუდანის და ცენტრალური აფრიკის მოსახლეობა და საერთო ჯამში ჰუმანიტარული დახმარებებისათვის საჭიროა 13 მილიარდი ევროს თანხა.

ამავე ცნობით სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს 1 ნახევარი მილიარდი კაცი, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებების 79 თანამშრომელი გამოასალმეს სიცოცხლეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები