მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინის არმია დონეცკის შტურმისათვის ემზადება

79902
მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრაინაში



კიევიდან გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის არმია პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი ოპერაციისათვის ემზადება დონეცკის ასარებად და ამ ქალაქისკენ მიმავალმა უკრაინელებმა უკვე 600-მდე დასახლებული პუნქტი წაართვეს პრორუსებს.

ამავე ცნობით უკრაინის არმიამ დონეცკიდან 25 კმ-ით დაშორებული ლესნოივატას დასახლება უკვე აიღო და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს მარინკას დასახლებისათვის.

მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით კიევმა სეპარატისტებს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნისაკენ და მის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

რუსეთის განცხადებით 400-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა რუსეთის საზღვარი გადალახა და მათ ჯარებს დანებდნენ.

უკრაინის საპასუხო განცხადების მიხედვით ხსენებულმა ჯარისკაცებმა შეტაკების თავიდან აცილების მიზნით გადაკვეთეს საზღვარი და ამიტომ კიევმა მათი დაბრუნება მოითხოვა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეტაკებებს ბოლო 4 თვის განმავლობაში 1100 კაცი შეეწირა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები