ბან კი მუნმა ღაზაში ისრაელის მიერ ათობით პალესტინელის მკვლელობა

66162
ბან კი მუნმა ღაზაში ისრაელის მიერ ათობით პალესტინელის მკვლელობა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ღაზაში ისრაელის მიერ ათობით პალესტინელის მკვლელობა დაგმო და მხარეებს სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
კატარში ვიზიტით მყოფმა ბან კი მუნმა თავდასხმები „სასტიკად“ შეაფასა.

ბან კი მუნი კატარის დედაქალაქ დოჰაში კატარის შეიხს რამიმ ბინ ჰამადსა და პალესტინის სახელმწიფოს მეთაურს მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბან კი მუნი გავრცელებულ განცხადებაში ისრაელს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს და ყველას მიმართავს პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალიდ ელ ატიემ კი ისრაელის ოპერაციები „მკვლელობებად“ შეაფასა და მოითხოვა ამ ქვეყნის ინიციატივაში ნუ დატოვებენ „თავდასხმის დაწყებისა და შეჩერების“ საკითხებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატარს სთხოვა ცეცხლის შეწყვეტისათვის ჰამასზე ზეგავლენა გამოიყენოს, თუმცა ისრაელი პოზიტიურად არ არის განწყობილი კატარის შუამავლობის მიმართ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები