სრებრენიცაში გენოციდის წლისთავი აღინიშნა

ახლიდან მიწას მიაბარეს 175 ბოსნიელის გვამი

127016
სრებრენიცაში გენოციდის წლისთავი აღინიშნა

სერბების მხრიდან 19 წლის წინ ქალაქ სრებრენიცაში ბოსნიელ მამაკაცებზე განხორციელებული გენოციდის წლისთავი გუშინ ჩატარებული სამგლოვიარო ცერემონიით აღნიშნეს და კიდევ ერთხელ მოიგონეს სერბების მხრიდან 1994 წლის 11 ივლისს ათასობით მუსლიმანი ბოსნიელის მასიური ჟლეტვა, ხოლო ამასთან ერთად ახლიდან მიწას მიაბარეს იმ 175 ბოსნიელის გვამი, რომლებიც აღმოაჩინეს საერთო სასაფლაოში. ამ დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გერმანიამ და ინგლისმა და აღნიშნეს, რომ ბოსნიის ტრაგედია არის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე უდიდესი ტრაგედია და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მსგავსი ხოცვა-ჟლეტა აღარ განმეორდეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები