ბერლინში რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო სა

116565
ბერლინში რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო სა


გერმანიის ინიციატივით, გუშინ ბერლინში შეიკრიბნენ რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. ოთხმა მინისტრმა გადაწყვიტა კიევისა და რუსეთის მომხრეების მონაწილეობით საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ყველაზე გვიან შაბათს შეიკრიბება. საკონტაქტო ჯგუფი რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შეთანხმების მიღწევას შეეცდება. ამ შეთანხმების შესრულებას ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ უკრაინელ საზღვრის დამცველებს მოძრაობის გაკონტროლებისათვის ზოგიერთი სასაზღვრო პუნქტებიდან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა.
ამავდროულად, უკრაინაში ლუგანსკსა და რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში შეტაკებები გრძელდება, რასაც კიდევ 4 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

უკრაინის არმიის განცხადებით, სამხედროები სასაზღვრო პუნქტებზე და სამხედრო ტრანსპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ, რის შემდეგაც კრიზისის დაწყებიდან დღემდე დაღუპულ სამხედროთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრორუსების 100-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა ოპერაცია. დაბომბილ ადგილებს შორისაა ლუგანსკში მდებარე სკოლაც, რის შედეგად არავინ დაღუპულა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები