ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების წი

108017
ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების წი


გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ბან კი მუნის ერაყში სპეციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლაი მლადენოვმა განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საჭიროა სამხედრო ჩარევის დაწყება. მლადენოვმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით ბაღდათიდან ნიუ-იორკში პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ერაყის კრიზისს საფუძველი ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების ძალადობამ შეუქმნა და ამ ჯგუფების წინააღმდეგ საჭიროა სამხედრო ოპერაციების ჩატარება, თუმცა ეს ოპერაცია წარმატებული ბაღდათისა და ერბილის ერთობლივი მუშაობით იქნება.

მლადენოვმა ასევე ისაუბრა ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს მიერ დაწყებული ბრძოლების მსხვერპლთა რაოდენობაზე და აღნიშნა, რომ 5 ივნისიდან დღემდე 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1250-ზე მეტი კი დაიჭრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები