ამერიკის 2013 წლის ტერორიზმის ანგარიში

PKK დაDHKP-C უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შესული

62132
ამერიკის 2013 წლის ტერორიზმის ანგარიში



აშშ-ში 2013 წლის ტერორიზმის ანგარიში გამოქვეყნდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 ანგარიშის მიხედვით PKK დაDHKP-C უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შესული. ანგარიშში საუბარია თურქეთში გასულ წელში ანკარაში მდებარე ამერიკის საელჩოზე განხორციელბულ ტერაქტზე და რეიჰანლიში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.

აქვე აღნიშნულია, რომ ანკარაში მდებარე ამერიკის საელჩოზე განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის დროსაც უსაფრთხოების 1 თანამშრომელი დაიღუპა, პასუხისმგებლობა DHKP-C-მ აიღო.

ანგარიშის ერაყთან დაკავშირებულ ნაწილში ხაზგასმულია, რომ 2013 წლის პირველ 6 თვეში თურქეთს, აშშ-სა და ერაყს შორის რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში სამმხრივი უსაფრთხოების დიალოგი გაიმართა. აქვე ასევე ნათქვამია, რომ ტერორიზმის პრობლემის მოგვარების პროცესში ასობით ტერორისტმა თურქეთი მაისიდან მოყოლებული დატოვა და ერაყის ჩრდილოეთში გადავიდა.

ანგარიშის სირიის ქვეთავში კი ნათქვამია, რომ ესადის რეჟიმი ტერორისტების მხარდაჭერას აგრძელებს.

ჰამასი, რომელმაც ელ ფეთიჰთან შეთანხმებას მიაღწია, კვლავ აშშ-ის ტერორისტული ჯგუფების სიაშია შეტანილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები