ს. კორეის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

მან, როგორც პრემიერმა, გემის ჩაძირვაზე პასუხისმგებლობა აიღო

61335
ს. კორეის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა



სამხრეთ კორეაში სამგზავრო გემის ჩაძირვის შემდეგ, რასაც 187 ადამიანი ემსხვერპლა, კრიტიკის სამიზნედ ქცეულმა პრემიერმინისტრმა ჩანგ ვონგ-ვონმა თანამდებობა დატოვა. პრემიერმა განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოების უკმარისობისა და ნელა მიმდინარეობის გამო წამოსული კრიტიკით შეწუხებულია და თანამდებობას ტოვებს.

სამხრეთ კორეის პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”როგორც პრემიერმა, საჭიროა პასუხისმგებლობა ავიღო და გადავდგე. ჩემს მიერ მოვალეობის შესრულების გაგრძელება ქვეყნის მმართველობისათვის დიდი ტვირთი იქნება. მთავრობის სახელით, კატასტროფის აღკვეთიასა და სასწრაფოდ რეაგირებაში წარმოქმნილი მრავალი პრობლემის გამო ბოდიშს ვიხდი”.

ჩაძირულ გემზე 476 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 325 მოსწავლე იყო. გემიდან 174 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 187 დაიღუპა, 115 კი ისევ დაკარგულად ითვლება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები