პირველმა თურქმა ასტრონავტმა წარმატებით დაასრულა მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

პირველმა თურქმა ასტრონავტმა ალპერ გეზერავჯიმ წარმატებით დაასრულა მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

2100236
პირველმა თურქმა ასტრონავტმა წარმატებით დაასრულა მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

პირველმა თურქმა ასტრონავტმა ალპერ გეზერავჯიმ წარმატებით დაასრულა მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

კოსმოსური ხომალდი Dragon-ის, რომელსაც გადაჰყავს გეზერავჯი და მასთან ერთად მყოფი 3 ასტრონავტი დედამიწაზე, დაშვება ამინდის პირობებიდან გამომდინარე დაგეგმილია ფლორიდის სანაპიროზე წყალში დღის მეორე ნახევარში.

Dragon-ის ეკიპაჟს, რომლის დაშვებაც იგეგმება ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ან მექსიკის ყურის სანაპიროზე, ბორტზე აყვანის შემდეგ პირველ შემოწმება ჩაუტარდებათ, იქიდან კი აშშ-ში, ჰიუსტონში გადაიყვანენ.

ჯგუფი გაივლის ჰიუსტონში ჯანმრთელობის უფრო ყოვლისმომცველ სკრინინგს და გარკვეული ხნით კარანტინში დარჩება.

იმავდროულად, თურქეთის კოსმოსურმა სააგენტომ (TUA) გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თურქეთის პირველი ასტრონავტი ალპერ გეზერავჯი იკვლევს ობიექტების მოძრაობის დინამიკას მიკროგრავიტაციულ გარემოში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

თურქეთის კოსმოსური სააგენტოს პოსტში  ნათქვამია:

"თურქეთის პირველმა ასტრონავტმა გეზერავჯიმ გადაიღო სასიამოვნო ვიდეო ბრუნვისა და ინერციის შესახებ, სადაც მან შეისწავლა ობიექტების მოძრაობის დინამიკა მიკროგრავიტაციულ გარემოში. ეს ვიდეო, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ნიუტონის მოძრაობის კანონები სივრცეში, დააკმაყოფილებს თქვენს ცნობისმოყვარეობას კოსმოსური ფიზიკის შესახებ“.



მსგავსი ინფორმაციები