გასული თვე "ყველაზე ცხელი იანვარი" იყო
გასული თვე იყო "ყველაზე ცხელი იანვარი" დღემდე დაფიქსირებულთა შორის
გასული თვე იყო "ყველაზე ცხელი იანვარი" დღემდე დაფიქსირებულთა შორის.
ევროკავშირის Copernicus-ის სატელიტური სადამკვირვებლო სისტემის გაზომვების მიხედვით, გასულ თვეში ზედაპირული ჰაერის საშუალო ტემპერატურა იყო 13,14 გრადუსი იყო.
აღინიშნა, რომ ეს ციფრი 0,70 გრადუსით აღემატება 1991-2020 წლების იანვრის საშუალო მაჩვენებელს და 0,12 გრადუსით აღემატებაა 2020 წელს დაფიქსირებულ ყველაზე თბილ საშუალო მაჩვენებელს.
გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვეში (2023 წლის თებერვალი - 2024 წლის იანვარი) 0,64 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
გასულ თვეში ევროპაში ტემპერატურა ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში განსხვავდებოდა.
ტემპერატურა, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დაბალი, სამხრეთ ქვეყნებში ამ საშუალოზე ბევრად მაღალი იყო.
ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იყო აღმოსავლეთ კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო საშუალოზე დაბალი იყო დასავლეთ კანადაში, ცენტრალურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ციმბირში.