ჯანმომ სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

ჯანმომ სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

2096853
ჯანმომ სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

2022 წელს მსოფლიოში სიმსივნის დაახლოებით 20 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაავადებით 9,7 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) 4 თებერვლის, სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

მასში ნათქვამია, რომ 2022 წელს სიმსივის 20 მილიონი ახალი შემთხვევა და 9,7 მილიონი გარდაცვალება დაფიქსირდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიმსივნის დიაგნოზის მქონე და მომდევნო 5 წელიწადში გადარჩენილი ადამიანების სავარაუდო რაოდენობა 2022 წელსი 53,5 მილიონი იყო, ხოლო 2050 წელს 35 მილიონზე მეტი ახალი სიმსივნით დაავადების შემთხვევა არის ნავარაუდები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიმსივნით დაავადების გლობალური ტვირთი სწრაფად იზრდება და თამბაქო, ალკოჰოლი და სიმსუქნე არის კიბოს შემთხვევების მთავარი ფაქტორი, ხოლო ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი "გარემოს რისკის" ფაქტორია.



მსგავსი ინფორმაციები