ლიბიაში 2,5 ტონა ბუნებრივი ურანი დაიკარგა

ლიბიაში 2,5 ტონა ბუნებრივი ურანი დაიკარგა

1960731
ლიბიაში 2,5 ტონა ბუნებრივი ურანი დაიკარგა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 კონტეინერი, რომელშიც 2,5 ტონა ბუნებრივი ურანია, ვერ იპოვეს იმ ადგილზე, რომელიც ადრე ლიბიის ხელისუფლებამ გამოაცხადა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთა საბჭოს წევრებისთვის გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების კონტროლის შეთანხმებისა და ლიბიასთან დამატებითი პროტოკოლის ფარგლებში ამ ქვეყანაში ბირთვული მასალების გადამოწმება და სადამკვირვებლო საქმიანობა განხორციელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ 2,5 ტონა ბუნებრივი ურანის შემცველი 10 კონტეინერი, ხელისუფლების მიერ მითითებულ ადგილზე ვერ იქნა ნაპოვნი.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს და გამოძიება უნდა დაიწყოს. „ინფორმაციის დაკარგვამ ბირთვული მასალის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ შეიძლება გამოიწვიოს რადიოლოგიური რისკი, ისევე როგორც ბირთვული უსაფრთხოების შიში“. - ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ურანი , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები