იცით თუ არა, რომ? 14/2019

„ათათურქის გეომეტრიის წიგნი“

1181497
იცით თუ არა, რომ? 14/2019

„ათათურქის გეომეტრიის წიგნი“

იცით თუ არა, რომ მუსტაფა ქემალ ათათურქს დაწერილი აქვს გეომეტრიის წიგნი?

მუსტაფა ქემალ ათათურქი ცხოვრების ყველა ეტაპზე წიგნთან იყო შესისხლხორცებული. კითხვის სიყვარულით მიღებული ცოდნა წიგნებად აქცია და ერთ-ერთი მათგანი სწორედ გეომეტრიის წიგნია.  

ათათურქმა ეს წიგნი 1937 წლის დასაწყისში, თურქული ენის მესამე ყრილობის დამთავრებიდან მალე, დოლმაბაჰჩეს სასახლეში საკუთარი ხელით დაწერა. ამ წიგნში მან სამკუთხედის, კუთხის, კვადრატის, მართკუთხედის, ხუთკუთხედის, მოცულობა-თანაფარდობის მსგავსი 48 გეომეტრიული ტერმინის თურქული სახელწოდება შექმნა.

ათათურქის ამ წიგნმა არაბულისა და სპარსულის თაოსნობით ბევრი უცხოური ტერმინი გასაგები გახადა და გეომეტრიის სწავლებასა და უკეთესად გაგებაში დიდი წვლილი შეიტანა.



მსგავსი ინფორმაციები