თურქეთმა რუსეთისგან შეიძლება მეორე S-400 სისტემასაც შეისყიდოს

ამის შესახებ ჩავუშოღლუმ განაცხადა

1180567
თურქეთმა რუსეთისგან შეიძლება მეორე S-400 სისტემასაც შეისყიდოს

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ი თურქეთისათვის პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემის  მიყიდვის გარანტიას არ აძლევს და ამიტომ, თუ ხსენებულ სისტემას ვერ იყიდიან, მაშინ, რუსეთისგან მეორე S-400 სისტემასაც შეისყიდიან, რის აუცილებლობას ჰქმნის თურქეთის გარშემო შექმნილი არასტაბილური ვითარება. თურქმა დიპლომატმა ამის შესახებ კერძო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა და დაამატა, რომ აშშ-ში ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც გასულ კვირას განახორციელა, ამერიკელ მაღალჩინოსნებს რუსული რაკეტების შესყიდვის აუცილებლობაზე ესაუბრა და დაარწმუნა ისინი ამის მეტად აუცილებლობაში. “მე მათ ვუთხარი, რომ რუსული რაკეტები სრულიად არ შეეწინააღმდეგება ნატოს ინტერესებს, რადგან, მათი კონტროლის მექანიზმები სრულიად ანკარის ხელში იქნება, თანაც ნატოს წევრ საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებსაც გააჩნიათ რუსული  S-300 ტიპის სისტემები და თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ნატოს ინტერესებს, რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს S-400 სისტემა, მით უმეტეს, რომ თურქეთმა მათი კონტროლისათვის ტექნიკური კომისიის შექმნაც კი შესთავაზა ნატოს, მაგრამ, მათგან პასუხი არც მიუღიათ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, თურქეთი არის სუვერენული ქვეყანა და თავისი ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისას არავის დაეკითხება. "აქ პირიქით ხდება, ალიანსის ქვეყნები აყენებენ ზარალს მოკავშირე თურქეთს, რადგან, აშშ-იც და სხვა სახელმწიფოებიც, თურქეთის მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, ფინანსურ თუ მატერიალურ-ტექნიკურ და სამხედრო დახმარებებს უწევენ ანკარის მხრიდან ტერორისტულად აღიარებულ ქურთულ ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს, რითაც არღვევენ ალიანსის შეთანხმებასაც და მის სულისკვეთებასაც“, ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ



მსგავსი ინფორმაციები