უმაღლესი განათლება თურქეთში 3/2017

უმაღლესი განათლება თურქეთში 3/2017

689148
უმაღლესი განათლება თურქეთში 3/2017

უმაღლესი განათლება თურქეთში 3/2017

მოგესალმებით. გასული კვირის გადაცემაში ანკარაში მდებარე ილდირიმი ბეიაზითის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან და უცხოელ სტუდენტებთან ჩაწერილი ინტერვიუ შემოგთავაზეთ. დღევანდელ გადაცემაში კი ანკარისა და თურქეთის ერთ-ერთ უძველეს ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტს გაგაცნობთ.

ანკარის უნივერსიტეტი 1967 წელში იქნა დაარსებული. უნივერსიტეტში, რომლის წამყვანი ფაკულტეტიც სამედიცინოა, სხვადასხვა ფაკულტეტები და „ტექნოქალაქი“ ფუნქციონირებს. ვესაუბრებით ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰალუქ ოზენს:

"ჩვენ ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 50 წელია ამ ქვეყნის განათლებაში თავისი წვლილის შეტანას ცდილობს. მჯერა, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ და მომავალში კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთებთ. დღეის მონაცემებით, ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე 14 ფაკულტეტი, 14 ინსტიტუტი, 4 უმაღლესი სკოლა და ერთი კონსერვატორია მოქმედებს. ანუ სამედიცინო მეცნიერებებთან, სოციალურ მეცნიერებებთან, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სფეროებთან დამატებით 21-ე საუკუნის აუცილებელი პირობა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი და კონსერვატორიაც გვაქვს. უცხოელი სტუდენტები კი ჩვენთვის პრიორიტეტული თემაა. ამ მხრივ ბოლო 10 წელიწადში სერიოზული ზრდა გვაქვს. ჰაჯეთთეფე არის უნივერსიტეტი, რომელსაც უცხოელები უპირატესობას ანიჭებენ. ამჟამად ჩვენთან სამაგისტრო პროგრამაზე დაახლოებით 35 ათასი სტუდენტი სწავლობს დ მათგან 1200 უცხოელია. მათთვის თურქული ენის შესასწავლად თურქული ენის ცენტრი TÖMER-ი გვაქვს. 1 წელიწადში მოსამზადებელ განყოფილებაზე თურქულს სწვალობენ და საუბარი შეუძლიათ. ამის გარდა უცხოელ სტუდენტთა განყოფილება გვაქვს, სადაც ადმინისტრაციული პერსონალი ცდილობს ჩვენი ამ სტუმრების პრობლემების მოგვარებას. ვცდილობთ თურქული სტუმართმოყვარეობა ამ ახალგაზრდებს ვაჩვენოთ."

ახლა კო მოვუსმინოთ უცხოელ სტუდენტებს ჰამზასა და კანაკის, რომლებიც ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში სწავლობენ.

"მე მქვია ჰამზა, პალესტინელი ვარ. მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მეორე კურსზე ვარ. აქ ნამდვილად კარგი სწავლაა. აქ კამპუსიც ლამაზია. ყველაფერია რაც გვჭირდება, ვსარგებლობთ სპორტული დარბაზით და მატჩებს ვატარებთ. ბიბლიოთეკაც კარგია. თითქმის ყველა წიგნს ვპოულობთ, რაც გვჭირდება და თანაც ყველა ენაზე. მართლაც თურქეთში ძალზედ მაღალი ხარისხის განათლებაა. ჩამოვიდნენ უცხოელი ახალგაზრდები და მათ აქ კარგი განათლება მიიღონ."

"ჩემი სახელია კანეკინი, ყირგიზეთიდან გახლავართ. ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს მიერ განათლების საზღვარგარეთ მიღებას. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანისთვის დიდი ცვლილებაა. ჩემის აზრით, ჰაჯეთთეფე ყველა საშუალებით უზრუნველგვყოფს. აქ ყველა კულტურის წარმომადგენლები არიან დაწყებული არაბეთიდან და აზიამდე და ევროპამდე დამთავრებული. ჩვენ ერთმანეთს ვაცნობთ ჩვენს კულტურებს. თავდაპირველად ენის პრობლემა არ მქონია, რადგანაც ჩვენი კულტურები ახლოსაა ერთმანეთთან. ყველაზე მეტად თურქეთში რაც მიყვარს მისი სამზარეულოა. ჩვენთან ძირითადად კერძებს ხორცით ამზადებენ, თურქეთში ტკბილეულობაა განსხვავებული. მანან, სანამ უცხოელი სტუდენტები თურქეთში ჩამოვლენ, საბაზისო თურქულს თუ შეისწავლიან სასარგებლო იქნება მათთვის, მაგრამ აქაც შეუძლიათ ისწავლონ. აქ მათ თურქი მეგობრები აუცილებლად დაეხმარებიან."

 



მსგავსი ინფორმაციები