გუშინ ფილმ "Reis"-ის გალა ჩვენება გაიმართა

გუშინ სტამბოლში გაიმართა ფილმ „მეთაური“-ს (Reis) გალა ჩვენება, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის ცხოვრებაა ასახული

681005
გუშინ ფილმ "Reis"-ის გალა ჩვენება გაიმართა

გუშინ სტამბოლში გაიმართა ფილმ „მეთაური“-ს (Reis) გალა ჩვენება, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის ცხოვრებაა ასახული.

გალას ფილმის რეჟისორი ჰუდავერდი იავუზი, სცენარის ავტორი მურათ ოზდილი, მსახიობები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფილმში ერდოღანის როლის შემსრულებელმა რეჰა ბეიოღლუმ განაცხადა, რომ ფილმის გალასთვის სპეციალურად იქნა შერჩეული 26 თებერვალი, რადგანაც ეს დღე ერდოღანის დაბადების დღეა.

ფილმში პრეზიდენტ ერდოღანის მეუღლის ემინე ერდოღანის როლის შემსრულებელმა მსახიობმა ოზლემ ბალჯიმ აღნიშნა, რომ ეს არის ფილმი, რომელზეც დეტალურად იმუშავეს და ისე გადაიტანეს კინო ეკრანზე.  მისივე თქმით, ფილმში ხაზგასმულია ძლიერი ქალის ემინე ერდოღანის ცხოვრებისადმი ხედვა.

საათნახევრიანი ფილმის გადაღებები ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში, სტამბოლში, ქირქლარელსა და ბურსაში განხორციელდა.

ფილმის პროდიუსერი თემელ ქანქირანი გახლავთ, ფილმის მუსიკა კი იუჯელ არზენს ეკუთვნის.

ფილმი კინოეკრანებზე 3 მარტს გამოვა.


საკვანძო სიტყვები: #გალა ჩვენება , #ფილმი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები