ჰორიზონტს მიღმა 33

აბდულლაჰ გიულის სახელობის უნივერსიტეტი

97620
ჰორიზონტს მიღმა 33

აბდულლაჰ გიულის სახელობის უნივერსიტეტი 

დღევანდელ პროგრამაში გავაგრძელებთ რეპორტაჟს აბდულლაჰ გიულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ იჰსან საბუნჯუოღლუსთან

ჩვენი სტუმარი წინა პროგრამაში გვესაუბრა ამ უნივერსიტეტის შექმნის ისტორიაზე, ვნახოთ ახლა რა თემებზე გვესაუბრება და მოდით ამიტომაც მიკროფონი კვლავ მას დავუთმოთ

“მე როგორც აკადემიკოსი და როგორც რექტორი ყოველთვის ამისა მჯეროდა: უნივერსიტეტები მხოლოდ სტუდენტების პროფესიული მომზადების და გარკვეული ტექნიკური ცოდნის ადგილები არ უნდა იყვნენ. ამ ტექნიკური ინფრასტრუქტურის გვერდით აუცილებლად უნდა დაეუფლონ ასევე სოციალურ, კულტურულ და ინტელექტუალურ რესურსებსაც, რაც მათ აუცილებლად დაეხმარებათ ცხოვრებისეულ, ასევე კარიერულ წინსვლაში და წარმატებებში და თუ გადავხედავთ ჩვენს ირგვლივ მყოფებს, მაშინ დავინახავთ თუ რამდენად ჭეშმარიტად სწორია ჩემი ეს ნათქვამი, რადგან ისინი არ დასჯერდნენ მარტო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა-განათლებით, განავითარეს თავიანთი ცოდნა და პრაქტიკა, დაუმატეს მატ კომუნიკაბელურობა და სოციალური ურთიერთობები, პრაქტიკაში გამოიყენეს და დანერგეს ყველაფერი ეს და გარკვეულ საფეხურებს მიაღწიეს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. აი სწორედ ამ ყველაფრის დანერგვას ვცდილობთ ჩვენს უნივერსიტეტშიც.

აქვე მინდა დავამატო რომ ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია ისეთი საკუთარი კამპუსი (სტუდენტთა ბანაკი), რომელსაც ზოგიერთები ჰარვარდისას ამსგავსებენ და ადარებენ. მართალი ჩვენი კამპუსი გაცილებით პატარაა ჰარვარდისაზე, მაგრამ, გააჩნია საკუთარი თვისებები, რომელიც არ ახასიათებს თურქეთში სხვა რომელიმე უნივერსიტეტს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კამპუსის ბინადრები აქ ძალიან უსაფრთხოდ და შინაურულად გრძნობენ თავს. ამიტომაც ზოგიერთები საერთო საცხოვრებელს კი არ უწოდებენ კამპუსს, არამედ სტუდენტთა სოფელს, რადგან, როგორც საკუთარ სახლში, ისე ცხოვრობენ აქ სტუდენტები და გააჩნიათ ასევე სოციალურ-კულტურული, გასართობი, დასასვენებელი და სპორტული დარბაზები და სალონებიც. ეს კამპუსი მჭიდროდ არის ინტეგრირებული ქალაქთან და ახლა ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ქალაქიდან კამპუსში მოსულებს აღარ მოესურვებათ კამპუსის დატოვება. ამ კამპუსში ამჟამად მოქმედებს ახალგაზრდობის ცენტრიც, რომელსაც სხვანაირად ახალგაზრდობის ფაბრიკასაც უწოდებენ, რადგან მსურველები ჯერ ერთი სახალხო რეწვის სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან და უშვებენ კიდეც თავიანთ ნაწარმებს და პროდუქციას, ხოლო მეორეს მხრივ აქ ხვდებიან საქმოსნებს, მრეწველებს, ბიზნესმენებს, ხელოვანებს და ბევრ რამეს სწავლობენ მათგან. ჩვენ ამ ფაბრიკის ფარგლებში აქ მიმდინარე წლის ივნისში მასპინძლობა გავუწიეთ საერთაშორისო სტუდენტურ სიმპოზიუმს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის 20-მდე ქვეყნის სტუდენტმა და ერთმანეთს გაუზიარეს მიღწევები, ისაუბრეს დასაქმების პრობლემაზე და დასახეს ერთობლივი პროექტები

ახლა ჩვენ მორიგ კითხვას ვუსვამთ რექტორს, თუ რატომ უნდა აირჩიონ სასწავლებლად უცხოელმა სტუდენტებმა კაისერის უნივერსიტეტი, რაზედაც ასეთ პასუხს გვაძლევს

“აქაური გარემო და ატმოსფერო სულ სხვაა, როგორც ზემოთ ვთქვით შინაურულია, მეგობრულია, აქ პრობლემებს კი არ ჰქმნიან, არამედ პრობლემებს აგვარებენ, მოკლედ, აქ არასოდეს არ ეძლევიან პესიმიზმს, ყველაზე რთულ ვითარებაშიც ნახულობენ ალტერნატივას, რაც დამეთანხმებით რომ ძალზედ კარგი თვისებაა

მეორეს მხრივ კაისერი არის ანატოლიის ერთერთი უძველესი დასახლება, რომელშიც ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე 3000 წლის წინ ცხოვრობდნენ, თანაც იგი სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვან აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ამიტომაც აქ ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული ხელოსნობა და ვაჭრობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის დამოუკიდებელი და ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმაში და განხორციელებაში

მესამეს მხრივ ამ ქალაქმა მრავალი საქმოსანი, ბიზნესმენი, პროფესორი და აკადემიკოსი, საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწე აღზარდა და მათ შორის რა თქმა უნდა ყველაზე სახელოვანია თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი აბდულლა გიული, რომლის საპატივსაცემოთაც დავარქვით ჩვენს უნივერსიტეტს მისი სახელი. გარდა ამისა კაისერიდან მრავალი გუბერნატორი თუ მერიც გამოვიდა, რომლებიც ასევე წარმატებით ემსახურებიან ქვეყანას და ხალხს. მე მგონი ეს ჩამონათვალებიც საკმარისია იმისათვის, თუ რატომ უნდა ამოირჩიოს უცხოელმა სასწავლებლად ჩვენი უნივერსიტეტი

პროგრამის დასასრულს კაისერის უნივერსიტეტის რექტორს სურს მოკლე მიმართვა გააკეთოს უცხოელი აბიტურიენტებისადმი და ამიტომ კვლავ მას ვუთმობთ მიკროფონს

“ თურქეთი ძალზედ საინტერესო ქვეყანაა იმათთვის ვისაც სწყურია ამ ქვეყნად ნამდვილი ცხოვრება, ვისაც სურს ერთად იხილოს გამოწვევები და შესაძლებლობები და საკუთრივ გაუმკლავდეს მათ, ქვეყანა, რომელსაც უდიდესი მიზნები და ამოცანები გააჩნია უძველესი სახელისა და დიდების დასაბრუნებლად, როცა მსოფლიოს სამ კონტინენტზე გადაჭიმული მარტოდ მარტო მართავდა მთელს მსოფლიოს და ახლაც უნდა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგომა. ასე რომ, უცხოელ აბიტურიენტებს ყველანაირი შესაძლებლობები მიეცემათ, რათა მოკლე დროში აითვისონ პროგრამები და გახდნენ ჩვენი უნივერსიტეტის საამაყო სტუდენტები. ამიტომაც ჩვენთან სასწავლებლად ვიწვევთ მათ, რათა აქ სწავლით გაიფართოონ ცოდნის ჰორიზონტი და სამშობლოში დაბრუნებისას მას კეთილად და სასარგებლოდ მოემსახურონ. პატ. რ-ბო! ჩვენთვის დათმობილი დრო იწურება და მადლობას ვუცხადებთ ქალაქ კაისერიში მოქმედ აბდულლაჰ გიულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ იჰსან საბუნჯუოღლუს გადაცემაში მონაწილეობისათვის და საინტერესო ინფორმაციების მოწოდებისათვის.


საკვანძო სიტყვები: #უნივერსიტეტი , #ქაისერი

მსგავსი ინფორმაციები