თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა "წითელი ნუსხით" იქნება დაცული

თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა "წითელი ნუსხით" იქნება დაცული

2055926
თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა "წითელი ნუსხით" იქნება დაცული

თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა "წითელი ნუსხით" იქნება დაცული.

ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი ნამუშევრების დაცვის და კონტრაბანდის თავიდან აცილების გზამკვლევის „ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს) წითელი ნუსხის თურქეთზე ადაპტაციისთვის ანტალიაში ხელი მოეწერა შეთანხმებას. სია მიზნად ისახავს თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების კონტრაბანდის აღკვეთას.

სამუშაოები ჩატარდა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლების დაცვისა და მათი კონტრაბანდის აღკვეთის გზამკვლევის „ICOM-ის წითელი ნუსხის“ თურქეთზე ადაპტაციისთვის.

ამ ფარგლებში ანტალიის მუზეუმში გამართულ ცერემონიაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM), თურქეთის ICOM-სა და თურქულ-ამერიკულ კვლევით ინსტიტუტს შორის.

ICOM-ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სოფი დელეპიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ICOM-ის წითელი ნუსხა არის კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით გამოქვეყნებული სია.



მსგავსი ინფორმაციები