კურტ კობეინის მიერ დამსხვრეული გიტარა დაახლოებით 600 ათას დოლარად გაიყიდა
კურტ კობეინის მიერ დამსხვრეული გიტარა დაახლოებით 600 ათას დოლარად გაიყიდა
კურტ კობეინის მიერ დამსხვრეული გიტარა დაახლოებით 600 ათას დოლარად გაიყიდა
ამერიკული როკ ჯგუფის „ნირვანა“-ს ყოფილი სოლისტის, კურტ კობეინის მიერ გატეხილი გიტარა აუქციონზე დაახლოებით 600 ათას დოლარად გაიყიდა.
აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე კაფე Hard Rock-ში გამართულ აუქციონზე, ამერიკული როკ ჯგუფის „ნირვანა“-ს ყოფილი სოლისტის, 1994 წელს გარდაცვლილი კურტ კობეინის მიერ Fender Stratocaster-ის მარკის გიტარა მოსალოდნელზე 10-ჯერ ძვირად გაიყიდა.
აღინიშნა, რომ გიტარა დაიმსხვრა „ნირვანა“-ს პოპულარულ ალბომებზე Nevermind-ზე მუშაობისას 1990-იანი წლების დასაწყისში.
აუქციონის სახლის „ჟულიენი“-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიტარა 596 ათას დოლარად გაიყიდა, ხოლო მყიდველის ვინაობა არ სახელებულა.
გიტარაზეა ჯგუფის სამი წევრის ხელმოწერა, კობეინის მიერ მისი მეგობრის მარკ ლანეგანისადმი გაკეთებული მინაწერი და ასევე ჩანს, რომ კობეინს არასწორად აქვს დაწერილი სახელი გიტარაზე.
მყიდველის ვინაობა უცნობია. აუქციონერები ამბობენ, რომ ყოფილი მფლობელი ტონი პალმერია.
ორი წლის წინ, აკუსტიკური გიტარა, რომელზე კობეინმა დაუკრა ლეგენდარულ MTV Unplugged-ზე 1993 წლის ბოლოს, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
„ჟულიენი“-ს სამდღიანი აუქციონი ასევე მოიცავს სხვა ლეგენდების, როგორიცაა ელვის პრესლის, ფრედი მერკურის, ჯანეტ ჯექსონის, დოლი პარტონის და სხვათა კუთვნილ ნივთებს.
მსგავსი ინფორმაციები
2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა
2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა