გობექლითეფე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

მიწისძვრის შემდეგ დაკეტილი გობექლითეფე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

1969268
გობექლითეფე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

შანლიურფაში მდებარე გობექლითეფე, რომელიც 6 თებერვლის ქაჰრამანმარაშის მიწისძვრის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის დაიკეტა, კვლავ დაიწყო სტუმრების მიღება.

შანლიურფას რეგიონალური ტურისტული გიდების პალატის გენერალურმა მდივანმა, მუსლუმ ჩობანმა განაცხადა, რომ თურქეთი ძლიერი მიწისძვრის პროცესშია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გობექლითეფე რეგიონის ტურისტული ლოკომოტივების სათავეში დგას და რომ ყველა სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეტაპობრივად დაუბრუნდეს ცხოვრება ნორმალურ რიტმს.

ჩობანმა ხაზგასმით თქვა, რომ გობექლითეფე მიწისძვრას დაუზიანებლად გადაურჩა და გუშინდელი დღიდან იგი ღიაა ვიზიტორებისთვის.

ბრიტანელმა ტურისტმა ჯემს ასკარმა, რომელიც გობექლითეფეს ეწვია, განაცხადა, რომ გაოცებულია ნანგრევებით, რომლებსაც პირველად ესტუმრა.

"ბევრი მუზეუმი და ადგილების უმეტესობა დაკეტილია ამ მხარეში. გობეკლითეფეს გახსნა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შემდეგ ძალიან კარგი ამბავია, გთხოვთ მობრძანდეთ და ეწვიოთ." განაცხადა ბრიტანელმა სტუმარმა.

ბრიტანელმა არქეოლოგმა როზანა ამატეკმა ხაზი გაუსვა გობექლითეფეს მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისით და თქვა: "გობექლითეფეს დიდი არქეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, რომ მიწისძვრის შემდეგ გაიხსნა. ყველა უნდა მოვიდეს და ნახოს ეს ადგილი."


საკვანძო სიტყვები: #გობექლითეფე , #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები