უკრაინიდან თურქეთში 34 ობოლი ბავშვი ჩამოიყვანეს

უკრაინიდან თურქეთში 34 ობოლი ბავშვი ჩამოიყვანეს

1911158
უკრაინიდან თურქეთში 34 ობოლი ბავშვი ჩამოიყვანეს

მას შემდეგ რაც, თურქეთის პირველმა ლედიმ ემინე ერდოღანმა, 2 ოქტომბერს სტამბოლში უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას უმასპინძლა, შეხვედრაზე, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ქალების და ბავშვების მდგომარეობა იქნა განხილული.

ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ თურქეთი მშვიდობის დასამყარებლად ყველა პლატფორმაზე საკუთარი წვლილის შეტანას გააგრძელებს.

თავის მხრივ, ზელენსკამ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ თურქეთმა უმასპინძლა 1300 უკრაინელ ბავშვს და დახმარება სთხოვა ემინე ერდოღანს სპეციალური საჭიროების მქონე დაახლოებით 200 ბავშვის ევაკუაციისა და თურქეთში ჩამოყვანის მიზნით. ემინე ერდოღან-ოლენა ზელენსკას შორის გამართული შეხვედრის პირველი კონკრეტული ნაბიჯები დაახლოებით 2 თვის შემდეგ გადაიდგა. უკრაინის ქალაქ ოდესაში მდებარე სონეჩკოს ბავშვთა სახლიდან დედაქალაქ ანკარაში 34 ობოლის ევაკუაცია განხორციელდა. ბავშვების რეაბილიტაციის პროცესი, რომელთაგან ყველაზე პატარა 10 თვისაა, ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები