იცით თუ არა, რომ? 46-2022

შილეს შუქურა

1859185
იცით თუ არა, რომ? 46-2022

იცით თუ არა, რომ? 46-2022

შილეს შუქურა

იცითთუ არა, რომ თურქეთის ყველაზე დიდი აქტიური შუქურა მდებარეობს სტამბოლის შილეს რაიონში?

შილეს შუქურა არის თურქეთის ყველაზე დიდი აქტიური შუქურა. მიუხედავად იმისა, რომ ძველია, მსოფლიო რეიტინგში ის მაინც იკავებს ადგილს, როგორც სიდიდით მეორე შუქურა, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას. თვისება, რაც შილეს შუქურას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესად აქცევს, არის მისი ტანის სიგანე და ის ფაქტი, რომ მისი შუქი შორიდან ჩანს. შილეს შუქურას შუქი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით პირველი კლასის კატეგორიაშია, ნათელ ღამეებში 35 მილის მანძილს აღწევს და სტამბოლის სრუტიდანაც კი ჩანს.

შუქურას მშენებლობა 1858 წელს დაიწყო და 1859 წელს დასრულდა. მისი აგების მიზანი იყო ყირიმის ომის დროს შავი ზღვიდან ბოსფორის სრუტეში შესული გემებისთვის გზის ჩვენება. შილეს შუქურას ლითონის ნაწილები და ლინზების ბროლის სისტემა დამზადებულია საფრანგეთში. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 60 მეტრზე და კოშკის სიმაღლე 19 მეტრია. ქალაქის ელექტროენერგიით მომუშავე შილეს შუქურის მოწყობილობის კოშკის სტრუქტურის პირვენდელი მდგომარეობა დაცულია.

შილეს შუქურის, რომელიც მნიშვნელოვანი ნაგებობაა თავისი ისტორიული და სიმბოლური იდენტობით, დათვალიერება დღეს შესაძლებელია როგორც მუზეუმი. ამ მუზეუმში გამოფენილია შუქურის ისტორიის ამსახველი გაზის ნათურები, ძველი სტილის განათება და ტექნიკური მოწყობილობები თავისი ანტიკური იდენტობით. შუქურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე შავი ზღვის შესანიშნავი ხედია…



მსგავსი ინფორმაციები