თურქეთი უკრაინელი ბავშვებისთვისაც ზრუნავს

თურქეთი უკრაინელი ბავშვებისთვისაც ზრუნავს

1803181
თურქეთი უკრაინელი ბავშვებისთვისაც ზრუნავს

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დაწყებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, 48 უკრაინელი მასწავლებელი, რომლებმაც თავი თურქეთს შეაფარა, 340 უკრაინელ ბავშვს, რომლებიც ანტალიას აფარებენ თავს, მათი საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებისათვის მოხალისედ დაიწყეს მუშაობა. კონიაალთის მუნიციპალიტეტის მერმა, სემიჰ ესენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა: „ჩვენ მოვამზადეთ პროგრამა უკრაინელი მოხალისე მასწავლებლებით, რათა ჩვენს რაიონში ჩამოსული მოსწავლეები არ ჩამორჩნენ განათლებისა და სოციალურ შესაძლებლობებს. 48 უკრაინელი მასწავლებელი უტარებს გაკვეთილებს ჩვენს 340 მოსწავლეს და მუშაობს იმისთვის, რომ მათი სწავლა არ შეფერხდეს. ბავშვებისთვის ძალიან რთულია ომის ფსიქოლოგიის გადალახვა, მაგრამ გვინდა, რომ ეს ფსიქოლოგია ნაკლებად იგრძნონ განათლებით, სპორტით და ხელოვნებით. ჩვენ გვინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ბავშვები და მასწავლებლები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ“.

უკრაინელმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმაც მუნიციპალიტეტს შეთავაზებული ამ შესაძლებლობებისთვის მადლობა გადაუხადეს.


საკვანძო სიტყვები: #ბავშები , #უკრაინელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები