იცით თუ არა, რომ 22-2022

„მშვიდობის პარკი“

1774728
იცით თუ არა, რომ 22-2022

იცით თუ არა, რომ 22-2022

„მშვიდობის პარკი“

იცით თუ არა, რომ ანითქაბირში მდებარეობს „მშვიდობის პარკი“, სადაც 24 ქვეყნიდან გაგზავნილი ნერგებია დარგული? 

ანითქაბირი, სადაც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი მდებარეობს, 750 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა აშენებული და მის დაახლოებით 630 ათასი კვადრატული მეტრი „მშვიდობის პარკია“. 

ანითქაბირის მშენებლობის მიმდინარეობისას მეწყერის თავიდან ასაცილებლად და გარშემო მწვანე ზოლის შექმნის მიზნით 1946 წელს ტყის გაშენების სამუშაოები დაიწყო. ათათურქის დევიზიდან გამომდინარე „მშვიდობა სამშობლოში, მშვიდობა მსოფლიოში“ დაიგეგმა უცხო ქვეყნებიდან და თურქეთის ზოგიერთი რეგიონიდან ჩამოტანილი ნერგებით „საერთაშორისო მშვიდობის პარკის“ შექმნა. „მშვიდობა სამშობლოში“-ს სიმბოლოდ სტამბოლიდან, ანკარიდან, ესქიშეჰირიდან და სამსუნიდან ათიათასობით ნერგი ჩაიტანეს. ნერგები, რომლებიც „მშვიდობა მსოლიოში“ სიმბოლო იქნებოდან 24 ქვეყანიდან ავღანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ჩინეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, კანადიდან, კვიპროსიდან, ეგვიპტედან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, იუგოსლავიიდან და საბერძნეთიდან ჩაიტანეს.

დღეისათვის ანითქაბირის გარშემო მდებარე „მშვიდობის პარკში“ 104 სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 50 ათასი დეკორატიული ხე, ბუჩქი და მცენარეა.



მსგავსი ინფორმაციები