იცით თუ არა, რომ? 19-2021

იჰლარას ხეობა

1763486
იცით თუ არა, რომ? 19-2021

იცით თუ არა, რომ? 19-2021

იჰლარას ხეობა

იცით თუ არა, რომ იჰლარას ხეობას, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ანატოლიაში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს კანიონებს შორის?

18 კილომეტრის სიგრძის, 150 მეტრი სიღრმის და 200 მეტრის სიგანის იჰლარას ხეობა მდებარეობს ცენტრალურ ანატოლიაში, აქსარაის პროვინციის საზღვრებში. იჰლარას ხეობა, რომელიც მოიცავს ათასობით საცხოვრებელ ადგილს, იმითაა განსხვავებული სხვა კანიონებისგან, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი კანიონია, სადაც წარსულში ხალხი  ცხოვრობდა. ასობით ეკლესიამ და ადგილმა, რომელიც აშენდა ხეობის მიმდებარე კლდეების გამოკვეთით, ხეობა მსოფლიოს კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.

იჰლარას ხეობა თავისი ბუნებითაც ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია თურქეთში. კედელივით ციცაბო, ღრმა და ვიწრო ხეობის ფსკერზე წყლის კიდეზე გამწვანების მკვრივი ზოლია. ხეობის ირგვლივ სტეპური და მცირე ზომის მცენარეები გვხვდება. თუმცა, როცა ხეობას ფერდობიდან ათვალიერებთ, ბუნების მდიდარი და მწვანე ნაწილი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დომინანტურია კონტინენტური კლიმატი, ხეობის ფსკერზე ხმელთაშუაზღვის კლიმატი იგრძნობა.


საკვანძო სიტყვები: #იჰლარას ხეობა , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები