თურქეთი Expo 2025-ში მონაწილეობას მიიღებს

თურქეთი Expo 2025-ში მონაწილეობას მიიღებს

1758786
თურქეთი Expo 2025-ში მონაწილეობას მიიღებს

თურქეთმა, Expo 2025-ში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება იაპონიას უკვე აცნობა. თურქეთის ელჩი ტოკიოში, ქორქუთ გუნგენი Expo 2025-ის პასუხისმგებელ მინისტრს ვაკამია კენჯის შეხვდა და აცნობა თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილება, „მსოფლიო Expo 2025-ში“ მონაწილეობის თაობაზე. შეხვედრაზე ასევე თურქეთსა და იაპონიას შორის ისტორიული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების და შემდგომ განვითარების საკითხებიც იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის იაპონელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა რა დროსაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული.


საკვანძო სიტყვები: #იაპონია , #Expo 2025 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები