იცით თუ არა, რომ? 17-2022

სანტა კლაუსი ანუ წმინდა ნიკოლოზი

1756412
იცით თუ არა, რომ? 17-2022

იცით თუ არა, რომ? 17-2022

სანტა კლაუსი

იცით თუ არა, რომ წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ცნობილია სანტა კლაუსის სახელით, ანტალიის დემრეს რაიონში ცხოვრობდა?

ითვლება, რომ წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ქრისტიანებისთვის დახმარებისა და თავმდაბლობის სიმბოლოა, დაიბადა ანტალიის ქაშის რაიონთან ახლოს ანტიკურ ქალაქ პატარაში. მოგვიანებით იგი წავიდა ანტიკურ ქალაქ მირაში, რომელსაც ახლა დემრე ჰქვია და ახალგაზრდა ასაკში ეპისკოპოსი გახდა. ახალ წელს სურვილების ამხდენი, წმინდა ნიკოლოზი, რომელმაც მთელი თავისი სიმდიდრე ღარიბებს დაურიგა, ლეგენდის მიხედვით გახდა ბავშვების, ღარიბების, მოგზაურებისა და ზღვის მფარველი.

დემრე/მირაში მცხოვრებ ხალხს გარდაცვალების შემდეგ მისი სახელზე ეკლესია აუშენებია და სჯეროდათ, რომ მისი სარკოფაგი იქ სამუდამოდ დარჩებოდა. ეკლესიის კედლებზე გამოსახულია იმ სასწაულთა სცენები, რომლებიც მიაჩნდათ, რომ წმინდა ნიკოლოზმა განახორციელა. ეკლესია მდინარე დემრეს ადიდების შედეგად მიწის ქვეშ იყო ჩაფლული და იგი 1956 წელს გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ყოველწლიურად 6 დეკემბერს, მისი გარდაცვალების წლისთავზე, წმინდა ნიკოლოზის მოსახსენებლად დემრეში მრავალი ქრისტიანი მართლმადიდებელი სტუმარი ჩადის და წირვა იმართება. ეკლესია 1994 წლიდან მუზეუმის სტატუსით ღიაა დამთვალიერებლებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები