„კუთხე-კუნჭული“ 50-2021

ბიბლიოთეკების ტრადიცია თურქეთში

1750275
„კუთხე-კუნჭული“ 50-2021

„კუთხე-კუნჭული“ 50-2021

ბიბლიოთეკების ტრადიცია თურქეთში

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

თურქეთში ბიბლიოთეკების ისტორია 900 წლის წინ ანატოლიაში თურქული ბეილიქების პერიოდში დაიწყო. ოსმალეთის იმპერიის ხანაში კი პირველი ბიბლიოთეკა ოსმან ბეის დროს იზნიქში გაიხსნა, მეორე კი ლალა შაჰინ ფაშას ხელმძღვანელობით ედირნეში. ბიბლიოთეკის მშენებლობები უმეტესწილად საქველმოქმედო ფონდების მხრიდან ფინანსდებოდა. იმპერიის დასასრულისკენ ერთმანეთის მიჯრით წამოწყებულმა ომებმა, ხანძრებმა ბევრი ბიბლიოთეკა დააზიანა, ამიტომაც იმპერიის ბოლო სულთანმა აბდულჰამით II-მ სახელმწიფო ხარჯებით, სახელმწიფოს ფარგლებში ინსტიტუციური ბიბლიოთეკის შექმნის იდეა წამოაყენა. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ამ სტატუსის მქონე ბიბლიოთეკების არსებობა. 

სტამბოლის სულეიმანიეს „ხელნაწერთა“ ბიბლიოთეკა 1557 წლით თარიღდება. თურქული და ისლამური კულტურის არაბული ანბანით შესრულებული ხელნაწერების დიდი ნაწილი დღემდე აქ ინახება. ამასთანავე აქ ოსმალური მინიატურების, ებრუს ხელოვნების ნიმუშებისა და არაბული „ჰათის“ (“hat”) ნახვაც შესაძლებელია. ისევე როგორც თურქეთის თითქმის ყველა ძველი ბიბლიოთეკა სულეიმანიეს ეს ბიბლიოთეკაც ციფრული გახდა და სწორედ არაბულ ანბანზე შესრულებულ ხელნაწერთა ელექტრონულ მასალაზე წვდომა ონლაინის მეშვეობითაც შესაძლებელია.

სტამბოლის “Kütüphane-i Umumi-i Osmani“-ეს სახელით ცნობილი ბეიაზითის სახელმწიფო ბიბლიოთეკა თურქეთის პირველი ინსტიტუციური ბიბლიოთეკაა. ცნობილია, რომ მის რაფებზე თავიდან მხოლოდ ერთი წიგნი, ოსმალეთის იმპერიის ისტორიკოსის მუსტაფა ნაიმას „ნაიმას ისტორია“ სახელწოდების წიგნი ინახებოდა. შემდგომში კი სხვადასხვა ფონდების მიერ შეწირული და შესყიდული წიგნების რაოდენობითა და შინაარსით, ის დღეს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკაა მთელს თურქეთში. 1934 წელს ათათურქის მიერ შემუშავებული ასოციაციის „ნაბეჭდი ხელნაწერების შეგროვება და შედგენა“ ხელშეწყობით მისი საარქივო მასალების რაოდენობა გაიზარდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული თურქეთში დაბეჭდილი ნებისმიერი გამოცემის ერთი ორიგინალის ამ ბიბლიოთეკისთვის გადაცემა სავალდებულოდ იქცა. დღეს ის დაახლოებით ერთი მილიონი ორიგინალი დოკუმენტი ინახება, რომლითაც სარგებლობა მთელი მსოფლიოს მკვლევარებს შეუძლიათ.

იზმირის ეროვნული ბიბლიოთეკაც უკვე ისტორიის კუთვნილებადაა ქცეული. 1912 წელს დაარსებული ეს ბიბლიოთეკა თავიდან იზმირელი მუსლიმი თემის საზოგადოებრივი აქტივობებისთვის განკუთვნილი ადგილი იყო. რაც შეეხება იზმირის რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების ბიბლიოთეკებს, ისინი ამ პერიდოსათვის გაცილებით თანამედროვე და შინაარსითაც უფრო მოცულობითი იყო. რესპუბლიკის დაარსებამდე ცოტა ხნით ადრე და მის შემდეგაც სიტყვა „ეროვნულმა“ უფრო ღრმა და სენსიტიური დატვირთვა შეიძინა და ამიტომაც იზმირის მუსლიმი თურქი მოსახლეობაც „ეროვნული ბიბლიოთეკის“ გადაკეთებას შეუდგა. დიდი ხნის განმავლობაში ეს ბიბლიოთეკა თავის სარჩენ გზებს ეძებდა. პირველ რიგში მისი კეთილმწოყობილი შენობის ასაშენებლად დაიწყეს ზრუნვა. 1926 წელს ბიბლიოთეკაში არსებული ელჰამრას სახელწოდების კინოთეატრის შემოსავლებით ნეო-კლასიკური ტიპის არქიტექტურის შენობა ააგეს. სულ ცოტა ხანშივე ამ ბიბლიოთეკამ „ისტორიის მახსოვრობის“ სტატუსი შეიძინა. დღეს ის არა მარტო მკვლევართათვის სანუკვარი ადგილი, ასევე ქალაქის ტურისტული ნიშნულიცაა.

ანკარის ცნობილი „ეროვნული ბიბლიოთეკა“ თავის ოთხ მილიონამდე დაცული მასალით 1948 წელს კულტურის კვლევების მიზნით დაარსდა. იმის გამო, რომ ძველმა შენობამ საარქივო და ახლად შემოდინებული მასალა ვეღარ დაიტია, ამიტომაც 1973 წელს ააგეს მისი ახალი შენობა, რომელიც სამი დიდი ნაწილისგან შედგება. დღეს ის თურქეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული. მასში ლაბორატორიები, გამომცემლობა და კითხვის დარბაზებია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა, მას, როგორც კულტურულ ძეგლსაც თავისი ინდივიდუალური სტატუსი შენარჩუნებული ჰქონდა. 2018 წლიდან კი მისი ეს სტატუსი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით „ბიბლიოთეკებისა და გამომცემლობების გენერალურ დირექტორატს“ დაუქვემდებარეს.


საკვანძო სიტყვები: #ბიბლიოთეკა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები