TRT-მ, საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციის სამიტის ფარგლებში სპეციალური პნელი გამართა

TRT-მ, საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციის სამიტის ფარგლებში სპეციალური პნელი გამართა

1746764
TRT-მ, საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციის სამიტის ფარგლებში სპეციალური პნელი გამართა
TRT Stratcom Ozel.jpg
mehmet zahid sobaci.jpg

სტამბოლში, ჰალიჯის კონგრეს ცენტრში, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ეგიდით გამართულ, საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციის სამიტის ფარგლებში, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ (TRT) სტრატკომის სპეციალური პანელი გამართა. პანელზე სიტყვით გამოსულმა TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაიდ სობაჯიმ განაცხადა, რომ თურქეთში, TRT არის მოწინავე  მაუწყებელი. „დღეს, საუბარია TRT-ზე, რომელიც მაუწყებლობს სხვადასხვა ენასა და გეოგრაფიულ რეგიონში 18 სატელევიზიო არხით. საუბარია TRT-ზე, რომელიც რეალურად ახორციელებს სამაუწყებლო საქმიანობას 18 რადიო არხით, 9 ციფრული პლატფორმით, 4 ციფრული აპლიკაციით და ბეჭდური გამოცემებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ დღემდე უხილავი და მარგინალიზებული გეოგრაფიების ხმა საერთაშორისო პოლიტიკას მივაწოდოთ. სწორედ ამის ფარგლებში, TRT World-ის არხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამავდროულად, ალბათ, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება, არის დაუოკებელი კომუნიკაცია და ახალი ამბების მიღების უფლება. ეპოქაში, სადაც ყველაზე მეტი დეზინფორმაცია და მანიპულირებაა, ჩვენ ვცდილობთ სწორი და რეალური სიახლეები მივაწოდოთ მაყურებელს,“ განაცხადა მეჰმედ ზაიდ სობაჯიმ.


საკვანძო სიტყვები: #პანელი , #მეჰმედ ზაჰით სობაჯი , #TRT

მსგავსი ინფორმაციები