დღეს ყურბან-ბაირამია

ყურბან-ბაირამი 4 დღეს გრძელდება

1677365
დღეს ყურბან-ბაირამია

დღეს, მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან ბაირამს, იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 4 დღეს გრძელდება. წმ. შუამავალ აბრაჰამს იმისათვის, რომ ღმერთისათვის აღთქმული მსხვერპლი, თავისი ვაჟიშვილი არ დაეკლა და არ შეეწირა მსხვერპლად, ალაჰმა ყოჩი მოუვლინა და აბრაამმა შვილის მაგივრად ზეციდან ღმერთის მიერ მოვლენილი ეს ყოჩი დაკლა რა, მას შემდეგ მსხვერპლშეწირვა ტრადიციად გადაიქცა და ამასთან ისლამის 5 აუცილებელი პირობიდან ერთ ერთი გახდა. ალალი შრომის შედეგად მოპოვებული ფულით ნაყიდი საქონელი, ცოდვების მოსანანიებლად იკვლება. ხორცი სამ ნაწილად იყოფა და მისი ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, ერთი ნაწილი ახლობლებს და მეზობლებს, ხოლო მესამე ნაწილი კი ღარიბ-ღატაკებს ურიგდებათ. ყველას ვულოცავთ ყურბან-ბაირამობას და ვისურვებდით, რომ მსოფლიოში სისხლისღვრები, მტრობა და სიძულვილი დასრულდეს და მათ მაგივრად მშვიდობამ, სტაბილურობამ და მეგობრობამ დაისადგუროს.


საკვანძო სიტყვები: #ყურბან ბაირამი

მსგავსი ინფორმაციები